

მესამე ვებინარი კონკურენციის სამართალში
2025 წლის 3 დეკემბერს, თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე ონლაინ რეჟიმში გაიმართება მესამე ვებინარი კონკურენციის სამართალში, სადაც მოწვეული სპიკერი - ირაკლი ბუთბაია (საქართველოს კომუნიკაციების კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი) - ისაუბრებს იმაზე, თუ რა სექტორებს მოიცავს კომუნიკაციების სფერო საქართველოში და რა თავისებურებები ახასიათებს ამ სფეროს ისეთი, რაც კონკურენციის სამართლის სპეციფიკურად აღსრულების საჭიროებას განაპირობებს? რა ფუნქციები აქვს და რა პრინციპებით ხელმძღვანელობს და რა პროცესს გადის კომუნიკაციების კომისია საბაზრო რეგულირების შემოღებისას, კომუნიკაციის ბაზრებზე ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნის მიზნით? ვებინარი ამ და სხვა საკითხებზე მსჯელობას დაეთმობა, ორგანიზატორსა და მოწვეულ სპიკერს შორის დიალოგის რეჟიმში.
ვებინარის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ პოსტერს. დასწრების მსურველებს, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ შემდეგი ლინკის საშუალებით https://forms.gle/8HH4QRSxwVieMCna7